დასავლეთის ინტერვენციის გამო, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე ომში გადაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი საომარ მდგომარეობაშია.
„ჩვენ ომში ვართ. დიახ, დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ჯგუფი, როცა კოლექტიური დასავლეთი გახდა მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ყველამ უნდა გაიგოს თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს მოქმედებას ისე, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი არ დაემუქროს რუსეთის მოქალაქეებისა და ტერიტორიის უსაფრთხოებას.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი არ დაუშვებს თავის საზღვრებთან სახელმწიფოს არსებობას, რომელსაც აქვს დოკუმენტირებული განზრახვა, გამოიყენოს ყველა მეთოდი ყირიმის წასაღებად, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალი რეგიონების ტერიტორიებზე“.