ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ 15 რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რაკეტები ღია ადგილებში მოხვდა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე სამხედრო ბაზა იყო.