ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები განახორციელა.
ლიბანი პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისი სამი წევრი დაიღუპა.
„პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტმა“ პირობა დადო, რომ „გააგრძელებს ბრძოლისა და წინააღმდეგობის გზას მანამ, სანამ ოკუპაცია არ განადგურდება, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს და რამხელა მსხვერპლიც არ უნდა დასჭირდეს“.
ამასთან, დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ლიბანში მისი ლიდერი, ფატეჰ შერიფ აბუ ელ-ამინი და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.