რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთის პარლამენტის ონლაინ ბაზაში გამოქვეყნდა.
ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ „თუ რომელიმე მხარე დაექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას რომელიმე სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.