ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის გმირია და ვფიქრობ, მეც ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თეთრ სახლში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხის გარღვევისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებმა საერთო ფოტოსურათი გადაიღეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის.
ცეცხლის შეწყვეტა საჭირო არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკვე მივიდნენ.
ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე განაცხადა.