განაში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია დედაქალაქ აკრას უხვი ნალექის შედეგად დაატყდა.
ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფელში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ირანმა დრონებით დარტყმები ბაჰრეინის ტერიტორიაზე განახორციელა, - ინფორმაციას ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება რუსეთის წინააღმდეგ ომს.
ზელენსკი ფიურერია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინასთან დაკავშირებით „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაზე განაცხადა.
ლიეტუვაში მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ასევე გადამდგარია „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობაც.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 22 ივნისის დილით, უკრაინის ჩორნომორსკის პორტთან ახლოს, პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქეთის საკუთრებაში არსებულ გემს დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.
აბას არაღჩი - ირანის ნავთობზე დაწესებული სანქციები მოიხსნა და გაყინული აქტივების ნაწილი გათავისუფლდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის ნავთობზე სანქციები მოიხსნა და ირანის საზღვარგარეთ გაყინული აქტივების ნაწილი გათავისუფლდა.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არალეგალი მიგრანტების მესამე ქვეყნებში დაბრუნების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკას რადიკალურად ცვლის. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრი გახდეს - ეს ასევე სხვა ერების უფლებაა, რუსეთისგან დამოუკიდებლები იყვნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.