golden brand
ავერსი ნემო

ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა და შეერთებული შტატების მიერ ისრაელისთვის ლიბანში თავდასხმების ესკალაციისთვის „მწვანე შუქის“ ანთება, რეგიონში მდებარე აშშ-ის და ისრაელის ბაზებსა და აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ აქცევს.

„ისინი არც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული არიან და არც დიალოგის სჯერათ. საზღვაო ბლოკადით და ლიბანთან დაკავშირებული შეთანხმებების დარღვევით აჩვენეს, რომ მათ მხოლოდ ძალის ენას ესმით,” – განაცხადა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.

ამასთან, როგორც ირანის მთავარი მომლაპარაკებელი აღნიშნავს, თუ ლიბანზე ისრაელის დარტყმები გაგრძელდება, ქვეყანა არა მხოლოდ შეაჩერებს მოლაპარაკებების პროცესს, არამედ მტერთან პირდაპირ კონფრონტაციაშიც შევა.

ღალიბაფის განცხადებას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე მიტანილი იერიში. ისრაელის პრემიერის განცხადებით, ქვეყნის ძალებმა დარტყმა განახორციელეს „ჰეზბოლას“ შტაბ-ბინაზე.

82