
ისტორიის მანძილზე ტარიფები არასდროს არავის დახმარებია რეალური ეკონომიკური პრობლემების ეფექტურ გადაჭრაში, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

პირველი აგვისტოდან, ევროკავშირიდან და მექსიკიდან შტატებში შესულ პროდუქციაზე 30%-იანი ტარიფი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

თავისი დიდების პიკზე, „კონკორდს“ ლონდონიდან ნიუ-იორკამდე მგზავრების გადასაყვანად დაახლოებით 3,5 საათი სჭირდებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის დასავლეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან. სტიქიის გამო ქალაქ ლვოვში საფრთხის მაქსიმალური, მესამე დონე გამოცხადდა.

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნით უკრაინას დამატებით იარაღს უგზავნიან.

თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი დაფიქსირდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.