ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.
ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ესპანეთის მთავრობამ „ბარსელონას“ ვარსკვლავის, ლამინე იამალის მე-18 დაბადების დღის წვეულების გამოძიება მოითხოვა.
სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია.
გვსურს, გავიგოთ რა დგას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების უკან, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის 50-დღიან ვადას ითვალისწინებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ დაუსრულებია.
ისტორიის მანძილზე ტარიფები არასდროს არავის დახმარებია რეალური ეკონომიკური პრობლემების ეფექტურ გადაჭრაში, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
პირველი აგვისტოდან, ევროკავშირიდან და მექსიკიდან შტატებში შესულ პროდუქციაზე 30%-იანი ტარიფი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.