ნატო-ს მიერ რუსეთის საფრთხედ გამოცხადება აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ნატო-ს 32-ვე ლიდერმა დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.
ერაყში აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს, ნატო-ს ყოველწლიურ სამიტზე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდება, - ინფორმაციას The Hill-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსის ღრმა ხევში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა,- ინფორმაციას Deutsche Welle ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებით, ირანის მტრების ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე რეაგირება ისეთი მკაცრი იქნება, როგორც არასდროს.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
დღეს ევროკავშირი აშშ-ის სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს აუქმებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.