დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო უკრაინას ექვს წყალქვეშა დრონს გადასცემს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და არსებობს რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე - საგანგებო განცხადებას ენერგოატომი ავრცელებს.
სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება.
უკრაინამ ჩეჩნეთის ლიდერსა და პუტინის მარჯვენა ხელს, რამზან კადიროვს ომის დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კადიროვის გარდა, ბრალი წაუყენეს მის ორ თანამზრახველს.
უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ისევ გათიშულია ქსელიდან.
რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე ყველა კოზირი გამოიყენა.
აშშ მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი ახლომდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.