20 დღეში უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 27 გემმა დატოვა, 18 კი შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მომავალ კვირას შეეცადოს რაიმე „განსაკუთრებული სისასტიკე“ ჩაიდინოს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
ჩვენ აქტიურად ვემზადებით ახალი კვირისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსების მიერ დაკავებული ჩერნობაევკას აეროდრომი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მეორე დღეა ბორჯომში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
კიევის ცენტრში, მთავრობამ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის „აღლუმი“ მოაწყო. ინფორმაციას და ფოტომასალას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოკუპირებულ ყირიმში ისევ აფეთქებებია. The Guardian-ის ინფორმაციით, სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმა მოხდა.
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და მას რუსეთის მიერ კონტროლირებადი, ყირიმის საოკუპაციო მთავრობაც ადასტურებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს (G20) ნოემბერში დაესწრება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია, რადგან მოსკოვი ამით არ არის დაინტერესებული.