ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევს 3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
რუსეთმა გააკეთა არჩევანი, რომ გადაეხვია საერთაშორისო პრინციპებისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გაერო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მარიუპოლში სამხედრო ტყვეებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლო გამართვის თაობაზე. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ომის დაწყების შემდეგ, ბოლო ხუთნახევარი თვის განმავლობაში უკრაინამ ექსპორტზე 10 მლნ ტონა სურსათი გაიტანა, მათ შორის 2 მლნ ტონა აგვისტოში, როდესაც ძალაში შევიდა შეთანხმება უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაურკვეველი თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება.
უკრაინა აშშ-ისგან შორ მანძილზე მფრინავ ათ უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯესიკა მაქსველმა განაცხადა.
რუსებმა ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგური დაბომბეს. დროებით ოკუპირებული ენერგოდარის მერის ინფორმაციით, იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
თუ თქვენ იმყოფებით სადმე საზღვარგარეთ, შეახსენეთ იქ უკრაინის შესახებ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.