პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონებს პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის ძალები დახვდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი, ელისონ ჰართი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრამდე უკრაინისთვის 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გეგმავენ.
უკრაინამ და ევროკომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე კლასტერის სკრინინგი დაიწყეს, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრა მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი კომპანია Armani Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი ნატურით, ანუ ტერიტორიის სახით, დაიბრუნებს დასავლეთში გაყინულ აქტივებს, რომელიც უკრაინას გადაეცა, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის გადაცემას.
პარიზში, ელისეის სასახლეში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს.
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, იარაღისა და სხვა სამხედრო დახმარების შესაძენად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადასცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.