gorgia
ავერსი legi

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე დროებითი ტარიფი 10%-დან 15%-მდე გაზარდა, რაც მაქსიმალურ კანონიერ ზღვარს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 20 თებერვალს საიმპორტო ტარიფები გააუქმა, რომლებიც პრეზიდენტმა 2025 წლის აპრილში ეროვნული მასშტაბის საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონის თანახმად დააწესა.

20 თებერვლის საღამოს, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ტრამპმა 10%-იანი ტარიფები სხვა, აქამდე გამოუყენებელი კანონის საფუძველზე ისევ დააწესა. ამასთან, ეს კანონი საიმპორტო ტარიფების 15%-მდე გაზრდის საშუალებას იძლევა. თუმცა ამ ტარიფების 150 დღეზე მეტხანს გახანგრძლივებას კონგრესის თანხმობა სჭირდება.

ექსპერტები ეჭვობენ, რომ კონგრესში “რესპუბლიკელთა” უმრავლესობა ტარიფების გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს: რამდენიმე გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მზარდი ნაწილი თვლის, რომ საიმპორტო ტარიფები ფასების ზრდის მიზეზია.

45