
ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დაარტყეს
ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

სტავროპოლის მხარეში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე, ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

თელ ავივის სამხრეთით, რიშონ ლეციონში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური ელი ბინი ავრცელებს.

ირანისგან ისრაელის მისამართით მოსალოდნელი საპასუხო დარტყმების ფონზე, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდები გადაამისამართა.

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს ჰპირდება, რომ ირანის შეიარაღებული ძალები „უმწეოდ“ აქცევს ისრაელის რეჟიმს და რომ ისრაელი „უვნებლად ვერ გადაურჩება“ ამ დანაშაულს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა და ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ დაადასტურეს, რომ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე დაიღუპა.

ისრაელის თავდასხმები ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მე ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Thruth Social-ზე წერს.