„როიტერის“ ცნობით, რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით.
ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის ზეწოლის წინაშე მდგარი სხვა პარტნიორების - ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერის გზებს.
უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ მომავალი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, ხელისუფლება, სამხედროები და საგანგებო სამსახურები ამისთვის ემზადებიან.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ევროპის უდიდესი ქალაქები აპირებენ, რომ უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები გადასცენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის თავზე 31 რაკეტა გაისროლეს, საიდანაც უკრაინელმა სამხედროებმა 21 ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან ტელეარხ "კიევის" ეთერში განაცხადა.
ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად სახელმწიფოდ გამოაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა, სადაც ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ რაკეტებთან დაკავშირებით.