ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
ამის შესახებ ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირი იმუშავებს, რომ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის ერთთვიანი პერიოდში ბოროტად არ გამოიყენოს.
ბორელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაერო-ს სამართლებრივ ჩარჩოებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გუშინ დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდება. საბჭოში თავმჯდომარე როტაციული პრინციპით, თვეში ერთხელ იცვლება.