კანადის პოლიციამ და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აკვესანის ტერიტორიაზე, აშშ-ის საზღვართან ახლოს 8 ცხედარი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კანადის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილები არიან ადამიანები, რომლებიც კანადიდან აშშ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია.
პოლიციის ცნობით, დაღუპულები, სავარაუდოდ, რუმინული და ინდური ოჯახების წევრები იყვნენ.
პოლიცია და კანადის საიმიგრაციო სამსახური დაღუპულების ახლო ნათესავებთან დასაკავშირებლად მუშაობენ.