ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯორჯიის შტატში, მეორე ტურში, დემოკრატმა სენატორმა რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელ“ კონკურენტზე ჰერშელ უოკერზე გაიმარჯვა.
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინას ენერგეტიკული და ელექტრომომარაგების სისტემის აღდგენაში დახმარება სჭირდება.
დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
ანდრი ერმაკი ბახმუტში დაღუპულ ქართველებზე სამძიმრის ტექსტს ტელეგრამში ქართულ ენაზე აქვეყნებს.
ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.