ზაფხულის არდადეგების შემდეგ, დუბაიში ყველა ის ატრაქციონი, პარკი და თვალწარმტაცი გადმოსახედი ადგილი გაიხსნა, რომლებიც თვეების მანძილზე დამთვალიერებლებისთვის დახურული იყო.
შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია.
დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში, “ვაგნერის” მოძრაობის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აფრიკაში ვიზიტისას ჩანს და საკუთარ კეთილდღეობასა და შესაძლო თავდასხმის საფრთხის სპეკულაციებზე საუბრობს.
ერთადერთი გზა, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, ტრამპის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს. შტატის სანაპიროსთან მიახლოებისას ქარიშხალი მესამე კატეგორიის სიმძლავრის იყო.
ფლორიდის შტატში შტორმისთვის ემზადებიან. შტორმი „იდალია“ კუბას უკვე გასცდა და ფლორიდის მექსიკის ყურეს უახლოვდება.
მე ვაღიარებ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს და ჩავკეტავ უკრაინის გზას ნატო-ში, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირების ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, ვივეკ რამასვამიმ განაცხადა.
ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ტყის მასშტაბური ხანძრები, მეცხრე დღეა, გრძელდება. მედიის ცნობით, მაშველები აცხადებენ, რომ ისინი ხანძრის კონტროლს ვერ ახერხებენ.
დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ არხთან ინტერვიუში განაცხადა.