
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის ცნობით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა 26 ივლისს, დიპლომატების დონეზე გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ.

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.

ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ტაივანი შეჭრის საწინააღმდეგო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ აღნიშნულია „დოიჩე ველეს“ სტატიაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის ბაზა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს.

უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტყის ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა, მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება. როგორც რუსული მედია იუწყება.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს გააგრძელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერდა.