
ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით გაწევრიანებას, რომელიც წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარს გულისხმობს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს და ოთხი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკს გადასცემს, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა რუსული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების გზები დაბლოკოს.

სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ჩვენი წინსვლა დამაჯერებელია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

ევროპარლამენტარები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობენ და ომის დანაშაულად აფასებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კანადაში ხანძრის 426 კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტყის ხანძრების უმეტესობა კვებეკის პროვინციაშია.

აშშ უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავშესაფრის მაძიებელთა მიღების რეფორმა შეათანხმეს. შეთანხმებას წინ უძღოდა ლუქსემბურგში 12-საათიანი მოლაპარაკებები.