
იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების მასობრივის გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა, რის გამოც 250 000 მგზავრი დაზარალდა, – ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გერმანია უკრაინას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 17 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ომის დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.

შევთანხმდით სამნაწილიან დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები დღეს გამოაცხადებენ უსაფრთხოების ვალდებულებათა ნაკრებს ომისშემდგომი უკრაინისთვის, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ამანდა სლოუთმა განაცხადა.

ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ლოს ანჯელესის აეროპორტის მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა.