აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩევლების 93.9 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ეგზიტპოლის შედეგები ამერიკულმა ორგანიზაციამ, „ორაქლ ედვაიზორი გრუფმა“ მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგასთან ერთად გამოაცხადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა 1.8 პროცენტმა ხმა მისცა ზაჰიდ ორუჯს, ხმების 1.5 პროცენტი მიიღო ფაზილ მუსტაფამ, 1.2 პროცენტი – გუდრათ ჰასანგულიევმა, 0.9 პროცენტი – რაზი ნურულაევმა, 0.4 პროცენტი – ელშად მუსაევმა, 0.3 პროცენტი – ფუად ალიევმა.
ამომრჩეველთა სიაში 6 მილიონ 478 ათას 623 ადამიანია. ქვეყნის მასშტაბით 6 537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნების დასაკვირვებლად 90 ათასზე მეტი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა უბნებზე 70 პროცენტზე მეტი იყო.