ნიუ-იორკის ლაგუარდიას აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე Air Canada-ს თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი პილოტი დაიღუპა, ორი ადამიანი კი - დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სასწრაფო რეაგირების პროტოკოლები დაუყოვნებლივ ამოქმედდა. აეროპორტი ამჟამად დაკეტილია რეაგირების ხელშეწყობისა და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების მიზნით“, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა.
თვითმფრინავი სახანძრო-სამაშველო მანქანას შეეჯახა, რომელიც სხვა ინციდენტზე რეაგირებას ახდენდა. მასში მყოფი ორი პირი დაშავდა.
ავიაკომპანიის ცნობით, წინასწარი სიის თანახმად, CRJ-900 ტიპის თვითმფრინავში 72 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ლაგუარდიას აეროპორტში მონრეალ ტრუდოს საერთაშორისო აეროპორტიდან ჩაფრინდა.