საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა და 848 ათასი სული შეადგინა.
მეცხოველეობის შესახებ მონაცემები აჩვენებს, რომ აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 401.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2%-ით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა კი 213.6 ათასი იყო, რაც 12.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამავე პერიოდში ფრინველის რაოდენობა წლიურ ჭრილში 1.7%-ით შემცირდა და 9.4 მილიონ ფრთა შეადგინა.