თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თებერვალში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 17.1%-ით, 295.3 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საომარი მოქმედებების და მასთან დაკავშირებული სირთულეების ხანგრძლივობაზე. ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზადაა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group” განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.
დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 30 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომპეტენტური ამერიკული ღვინის ჟურნალის „Wine Spectator“ მარტის ნომერში ქართულ ღვინოზე სამი სტატია დაიბეჭდა.