gorgia
ავერსი legi

ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას. ამის შესახებ პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება, კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის პროცედურებს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილების შესახებ 17 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგით გახდა ცნობილი. პაპუაშვილის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. მისივე განმარტებით, ეს ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.

88