gorgia
ავერსი legi

თუ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია EAGLE HILLS-ს შორის დავა წარმოიშვება, ასეთ შემთხვევაში, ბრიტანული სამართალი მოქმედებს, - ეს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაუზიარა.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შესაძლო ნებისმიერ დავას ციურიხის არბიტრაჟი [საქმის წარმოებას ახორციელებს ბრიტანული წესებით] განიხილავს.

“რა თქმა უნდა, თვითონ დეველოპერული პროექტი ქართული კანონმდებლობის ქვეშ, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. თუ ორ მხარეს - საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია EAGLE HILLS-ს შორის დავა წარმოიშვა, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, ბრიტანული სამართალი მოქმედებს.

ეს არის მიღებული პრაქტიკა. შესაძლო ნებისმიერ დავას ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს უსმენენ. კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს - უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას და Eagle Hills-ის პროექტს შეეხება.

73