ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის პორტალის შეფერხებით მუშაობას ეხმაურება და ამბობს, რომ სამინისტროს ვებგვერდზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც პროცესს აფერხებს.
"სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეულნი; საჭიროა, მტკივნეული გადაწყვეტილებების "მიღება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში უნდა მოხდეს ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება.
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომდევნო წლებში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
სახელმწიფო პროგრამის „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ შესახებ დეტალები დღეს ეკონომიკის მინისტრმა უწყების მიერ ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას გააჟღერა.
2019 წლიდან დღემდე, ვენახების საკადასტრო ამონაწერი გაცემულია 21 ათას ფერმერზე, აქედან 6 ათასი, მიმდინარე წელს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 8%-ს მიაღწევს.
"ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 10-წლიანი გეგმის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ოფიციალურად, თითქმის ყველა სექტორში ვხედავთ დასაქმებულების ზრდას, - განცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ურბანული განახლების კონკრეტული პროექტების დამტკიცება დაიწყო.