საინფორმაციო სააგენტო WWW.BUSINESSTIME.GE გთავაზობთ რადიო "მაესტროს" ექსკლუზიურ ინტერვიუს უკრაინული ფორბსის დამფუძნებელთან, ვლადიმირ ფედორინთან
ბატონო ვლადიმირ, პირველ რიგში მადლობა, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა, შევთანხმდით ინტერვიუზე. ვიცით, რომ იმყოფებით კიევში, სწორედ აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რა მდგომარეობაა ადგილზე, ამ დროისთვის რა სტრუქტურები ფუნქიონირებენ ქალაქში, მუშაობენ თუ არა ბანკები?
მიუხედავად რთული მდგომარეობისა, სურსათის მაღაზიები, არა სრული მასშტაბით, მაგრამ გარკვეული ნაწილი ფუნქციონირებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სურსათის მაღაზიები სრული სამუშაო გრაფიკით არ მუშაობენ, ისინი მხოლოდ დღის ოთხ საათამე ოპერირებენ. ასევე ფუნქციონირებს ფოსტა, აქაც არა ყველა, მაგრამ მათი ნაწილი აგრძელებს მუშაობას, შესაბამისად შესაძლებელია ამანათის მიღებაც კი. ქალაქში სიცარიელეა, თქვენ იცით, კომენდანტის საათია გამოცხადებული, პურის ყიდვა ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან არსებობს ლოჯისტიკის პრობლემები, რაც ომის პირობებში მცხოვრები ქალაქისთვის მახასიათებელია. აგრესიის დაწყებიდან ქალაქი თავდაცვისთვის ძლიერდებოდა, ქალაქიდან გასასვლელებში ბარიკადებია განთავსებული. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ნორმალურად ფუნქიციონირებს, ელექტრონული ბარათები ჩვეულებრივად მუშაობს, არც ფულის განაღდების პრობლემებია, მეტიც, სუპერმარკეტებში განთავსდა სპეციალური სისტემა, რომლის მეშვეობით თანხის განაღდება მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ეს სექტორები რა თქმა უნდა, სამხედრო აგრესიის შედეგიდ სერიოზულად დაზარალდნენ. საბანკო ოპერაციების რაოდენობა შემცირებულია 80%-ით, მეტი თუ არა, ბევრი რესტორნები, კაფეები, საზოგაოებრივი კვების ობიექტები საერთოდ დაიხურნენ. მოკლედ რომ გითხრათ, ასე გამოიყურება საომარ მოქმედებაში მყოფი კიევი.
სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ახლაც მიმდინარეობს, შესაბამისად, სპეციალისტების შეფასებით, უკრაინის ეკონომიკისთვის ზიანი ძალიან დიდი იქნება, გარდა იმ სექტორებისა, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ. სხვა სექტორებში რა მდგომარეობაა?
ჩვეულებრივი ეკონომიკური ცხოვრებიდან, აგრესიის შემდეგ ეკონომიკა სრულად სამხედრო რელსებზე გადავიდა, შესაბამისად, დღევანდელი ეკონომიკა აბსოლუტურად სხვაა, ის კომპანიები, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ, გადასული არიან თავდაცვით რეჟიმზე, ჩვენ ახლა სხვა სამყაროში გვიწვეს ცხოვრება, სადაც ფულს ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, როგორიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჰქონდა. ასეთ რეალობაში ვიქნებით მანამ, სანამ აგრესორის ჩვენი ტერიტორიებიდან გაძევება არ მოხდება. რეალობა კი ასეთია, რომ ვცხოვრობთ სამხედრო ეკონომიკის პირობებში.
თქვენ საუბარში აღნიშნეთ, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი პურის ყიდვა. აქედან გამომდინარე გკითხავთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულების, როგორიც არის ლოჯისტიკური ქსელი, რამდენად არის შენარჩუნებული და გამართულია სხვა დიდ ქალაქებში?
არის რამდენიმე ქალაქი, რომლებიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და სუმი, ეს ის ქალაქებია, რომლებიც მუდმივად იბომბება და შეტაკებებს ახორციელებენ რუსი აგრესორები. ამ ქალაქებში ადამიანები სანგრებში არიან დამალული, წყლის პრობლემებიც აქვთ, აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფა, ან მათი ამ ქალაქებიდან ევაკუაცია ,ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, სხვა ქალაქებში ლოჯისტიკის პრობლემა ასე თუ ისე მოგვარებულია, ხერხდება მომარაგება და შიმშილი არ არის . უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, იმ ქალაქებში, სადაც აგრესორებს ალყა არ აქვთ შემორტყმული, პურის და ვერმიშელის მიწოფება ნორმალურად ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს მეორე მსოფლიო ომის დროს უარესი პერიოდი გადაუტანიათ, ასე რომ - ჩვენც გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს.
ევროპის რეაქცია
რაში გამოიხატება უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება ომის მიმდინარეობის ფონზე და რამდენად ეფექტურია ის?
ევროკავშირი ერთ-ერთი მოკავშირეა უკრაინის, რომელიც ფინანსურად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას. ფინანსურთან ერთად, სამხედრო დახმარებასაც უწევს. ჩემის შეფასებით, ევროკავშირი ცდილობს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც იქნა, ევროკავშირი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპეკტივასაც განიხილავს. რუსეთის წინააღმეგ სანქციებზეც უნდა ითქვას, რომელიც რუსული ეკონომიკის და ოლიგარქების წინააღმდეგ ამოქმედდა.
ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეეხეთ, რამდენად ეფექტურია ის, და ამ მხრივ არის თუ არა შესაძლებელი კიდევ უფრო გამკაცრდეს არსებული საქნციები?
დაწესებულ სანქციებს, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ, კრემლში ასეთი მაშტაბის სანქციების დაწესებას არავინ ელოდებოდა. რუსეთი ეკონომიკური რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდა, ამ მიმართულებით კიდევ არსებობს პოტენციალი, რომ ეს რკინის ფარდა უფრო გაძლიერდეს. რა არსენალია კიდევ დარჩენილი? ყველა რუსული ბანკი არ არის სანქცირებული, სვიფტიდან გათიშული, ასევე სრული ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს ენერგო მატარებლებზე, ეს ის ორი რამ არის, რაც კიდევ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ გადაიდგას. გარდა ამ ფრონტისა, რომელიც აგრესორის ეკონომიკის წინააღმდეგ იმართება, მთავარი ფრონტი მაინც აქ - უკრაინაშია“. ბლიცკრიგი“ რუსეთს არ გამოუვიდა, მაგრამ უკრაინული ჯარის იარაღით განახლება აუცილებელია, აგრესორების წინააღმდეგ დახარჯული, გამოყენებული იარაღი - აუცილებლად უნდა შეივსოს და განახლდეს. ეს იმისათვისაა საჭირო,, რომ ჩვენს მიწაზე შემოსული აგრესორის გაძევება მოხდეს. სწორედ აქედან გამომინარე, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, დღეს დაწესებული სანქციები, რომ დაწესებულიყო ომის დაწყებამდე, შესაძლებელია, პუტინს ეს გააწყვეტილება არ მიეღო. ჩვენ ასევე, გვახსოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოიმირ ზელენსკის მოწოდებები ამ საკითხზე... თქვენ რა აზრის ხართ, ეს სანქციები პუტინს შეაჩერებდა?
მე ვფიქრობ, პუტინმა უკრაინის წინააღმეგ სამხედრო აგრესიის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. აქედან გამომდინარე, მას არაფერი გააჩერებდა. მას მხოლოდ უკრაინელი ხალხი და ჯარი თუ გააჩერებს. აგრესია კრემლის მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდებოდა, დღეს კი ამ აგრესიის შედეგებს ნათლად ვხედავთ.
ანუ, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, პუტინის გაჩერება მხოლოდ საპასუხო ძალით არის შესაძლებელი? თუ, არსებობს კიდევ სხვა ნაბიჯები, რამაც შეიძლება ის გააჩეროს?
აი, თქვენ, შეგიძლიათ გულწრფელად მიპასუხოთ, სხვა გზას ხედავთ, რომელიც მას გააჩერებს?
მე ვერ ვხედავ სხვა გზას...
დიახ, ვერც მე ვხედავ და მგონია, რომ ასეთი აგრესიული რეჟიმები არესებობას მხოლოდ მაშინ წყვეტენ თუ მათი განადრუგრება სამხედრო გზით ხერხდება. მნიშვნელოვანია დასავლეთის მტკიცე პოზიცია და უკრაინული ჯარის თანამედროვე იარაღით მომარაგება, სანქციების გაგრძელება და გამკაცრება, ამის ერთობლიობა გააჩერებს და დაასრულებს პუტინს. ამასთან უნდა ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილების პროცენტი კიდევ გაიზრდება, რუსეთის ქუჩებში მილიონობით ადამიანების გამოსვლებსაც ვნახავთ, თქვენც ნახავდით, ომის მოწინააღმდეგეებს ე.წ. პოლიციელები როგორ აკავებენ.
რუსული საზოგადოების ფაქტორი
თქვენ რუსეთის ტერიტორიაზე მიმადინარე აქციებს შეეხეთ, აქედან გამომინარე გკითხავთ, თქვენ სხვა რუსეთის არსებობის გჯერათ, იმ რუსეთის, რომელსაც ეს ომი არ უნდა?
დიახ, რა თქმა უნდა არსებობს! თქვენ ნახავდით ქუჩებში გამოსულ ადამიანებს
კი, მაგრამ ეს ხომ ის რაოდენობა არაა...
დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოდის იმის მიუხედავად, რომ ომის წინააღმდეგ განცხადებები ისჯება, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელია იმისა, რომ სხვა რუსეთი არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა რუსეთმა დროულად ვერ შეაჩერა ქვეყნის ტოტალიტარულ რეჟიმზე გარდაქმნის პროცესი. დღეს რუსეთში ტოტალიტარული რეჟიმია, სადაც უკანონოდ მიმდინარეობს ხალხის მიმართ რეპრესიები, დღევანდელი რეჟიმის იდეოლოგია, ახლოსაა ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიასთან.
განადგურებული სამხედრო ტექნიკის ფასი..
უკრაინის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან ყოველდღე ვღებულობთ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რა სამხედრო დანაკარგი განიცადა რუსულმა ჯარმა. აქედან გამომდინარე, ამ დანაკარგებს ფინანსური კუთხით რომ შევხედოთ , რა ზარალი მიიღო აგრესორმა?
უკრაინის არმიამ დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. მართალი გითხრათ, ეს ზღვაში წვეთია. ამას ემატება სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და ადამიანური რესურსის დანაკარგებიც. აქვე ვიტყვი, რომ რუსული ელიტარული ჯარის ნაწილებს არ შეუძლიათ იომონ, ისინი მორალურადაც განადგურებული არიან. დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ ძლევამოსილი რუსეთი, რომლებსაც აღლუმებზე გვიჩვენებდნენ და რომლის წინააღმდეგ დღეს იბრძვის უკრაინელი ხალხი მისი ძლევამოსილების მითი დაამსხვრია. ეს იმის დამსახურებაა, რომ წარმოუდგენელი ერთიანობა, ერთსულოვნება გამოხატა ჩვენმა საზოგადოებამ აგრესორის წინააღმდეგ. გაცხოველებურ რუსულ ჯარს დღემდე წარმატებით უმკლავდება უკრაინა, რომლის მთავარ სარდალია გმირი პრეზიდენტი.
თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობთ, რომ ომის დაწყების დღეს პრეზიდენტ ზელენსკისთან იმყოფებოდით.. შეგიძლიათ გვითხრათ, როდესაც ომის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიიღო პრეზიდენტმა, რა რეაქცია ჰქონდა მას?
დიახ, მე პრეზიდენტის ოფიშში ვიყავი, ვიყავი მისი პირველი ბრიფინგის დროს. როდესაც მემუარების წერას დავიწყებ, აუცილებლად დავუბრუნები ამ კადრებს და დეტალურად დავწერ. დღეს არა მარტო იმ დღეზე გავამახვილებდი ყურაღებას, რომელზეც თქვენ მეკითხებით. თუმცა, მოკლედ მაინც გეტყვით, რომ პრეზიენტის მხრიდან არ ყოფილა პანიკა, შიში, ის იყო მობილიზებული, განცხადებებში იყენებდა უბრალო და გასაგებ სიტყვებს, ის ამ სტილში რიტორიკას დღემდე აგრძელებს, ეს ის ზელენსკი იყო, რომელსაც ბოლო ათი დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო ხედავს,თავისუფალი ქვეყნის გულწრფელი და ნაღდი ლიდერი.
საქართველოზეც მინდა გკითხოთ, თქვენ იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. თქვენ ამ გააწყვეტილებას როგორ აფასებთ?
ჩემი პოზიცია იმ პოზიციების შესაბამისია, როგორიც აქვს უკრაინელი ხალხის 99%, როგორიც აქვს ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც საქართველოდან პროტესტის ნიშნად ელჩი გაიწვია. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მაგონებს, ორ სკამზე ერთდროულად დაჯდომის მცდელობას, ეს კი ხდება იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 2008 წელს ყველაფერს აკეთება იმისათვის, რომ თბილისში ოკუპანტები არ შესულიყვნენ. ისტორია გვიჩვენებს, რომ ორპირობა, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებისგან თავის შეკავება ისეთი აგრესორის მიმართ, როგორიც არის რუსეთი, უბრალოდ არ მოქმედებს. აქ, ამ ყველაფერის მორალურ მხარეს არ ვეხები, ეს ქართველმა ხალხმა შეაფასოს. ჩვენთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ ეს პოლიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ აძლიერებს.
საუბარში შეეხეთ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას. ამ გადაწყვეტიელბას, თქვენ როგორ აფასებთ?
რა თქმა უნდა, უკრაინა შეურაცხყოფილია იმით, რომ საქართველო გვეგონა მეგობრული ქვეყანა და ამ დროს უცნაურ პოზიციას იკავებს, ის ქვეყანა, რომელსაც 2008 წელს მხარი დავუჭირეთ, იმის გათვალისწინებითაც კი, როდესაც რუსული ჯარი თვითფრინავებს აგდებდა, ჩვენი პრეზიდენტი თბილისში მაინც ჩავიდა და მსოფლიო ლიდერებთან, თქვენთან ერთად იდგა. ჩემი შეფასებით, საქართველოს დღევანელი პოზიცია უკრაინისადმი უნამუსობაა!
და ბოლოს მე მესმის რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, მით უმეტეს, როდესაც საომარი მდგომარეობა ახლაც მიმდინარეობს. მაგრამ, მაინც, როგორ შეიძლება განვითარეს მოვლენები...?
მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ პროგნოზის კეთება ყოველთვის რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის რესურსი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. თუმცა ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, უკრაინელები არ დანებდებიან , იმ დანაშაულისთვის , იმ სისხლისთვის რაც უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორმა დაღვარა და ჩაიდინა ათწლეულების განმავლობაში მაღალ ფასს გადაიხდის.
მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და მივმართო თქვენს ხელისუფლებას. უკრაინა იბრძვის თქვენს თავისუფლებაზე, უკრაინის ამ ომში დამარცხება ნიშნავს იმას, რომ შემდეგი იქნებით თქვენ. ახლა თქვენც ომში ხართ, თავს ნუ მოიტყუებთ, დიახ, თქვენც ამ ომში ხართ, აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ დაანახოთ უკრაინას ნებისმიერი თქვენი დახმარება, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ საქართველოსთვის და ყაზახეთისთვისაც. ამიტომ, მოდით, ერთად ვიბრძოლოთ. და ბოლოს, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, წარმოუგენელია , რომ ახლა პუტინის ერთ-ერთი მთავარი მტერი გიზით ციხეში. თავისუფლება სააკაშვილს, ამ სიტყვებით მინდა თქვენთან ინტერვიუ დავასრულო.