თავს შევიკავებ სპეკულაციებისგან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები, თუ მეტი, პირობებით, თუ პირობების გარეშე, ერთი პრინციპული დასკვნა უცვლელი იქნება საქართველოსთვის – დროა, საქმეს შეუდგეს, ეს საქმე იქნება დაეწიოს მატარებელს, რომელიც ბაქანიდან გადის და დარწმუნდეს, რომ აღებული მატარებლის ბილეთი შემდეგ სადგურზე მიგიყვანთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება გაააქტიუროს ქმედება, რომ მიიღოს სერიოზულად და მდგრადად ის, რაც საჭიროა ევროკავშირის სამომავლო წევრობისთვის.
„მე გულუბრყვილო არ ვარ ერთმანეთის მოსმენის პოლიტიკური კულტურის მშენებლობის გამოწვევაში, რომ ამის ნაცვლად ერთმანეთი მონებად, ომის წამქეზებლებად, პუტინისტებად და მოღალატეებად არ მოიხსენიონ. ეს გამოწვევა როგორმე უნდა დაიძლიოს. ახლა დროა, ხანგრძილივი თამაშის მომზადებისთვის. ერთი რამ ცხადია, ევროკავშირის გაფართოება მიუხედავად იმისია, რომ ამჟამად უპრეცედენტო სიჩქარით მოძრაობს, საბოლოოდ არ იქნება სწრაფი პროცესი“,- აღნიშნა ჰარცელმა.
ელჩის თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ ცხადად მიაღწია პროგრესს რეფორმების განხორციელებაში.
„ამავე დროს საქართველოს შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში არის მზარდი შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელება, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ასევე კოვიდ პანდემია. ბოლო თვეების განმავლობაში ასევე ისმის კითხვები, თუ საით მიემართება საქართველო.
ევროკავშირის საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელიც იღებს ყველაზე მეტ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ეკონომიკის მოდერნიზებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლებაში, ენერგო ეფექტურობის გაზრდაში, გარემოსდაცვის და ჯანდაცვის გამოწვევების დაძლევაში, კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაში.
ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ევროპული დღის წესრიგის წინსვლაში, არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო კვირაში. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის და მზად ვართ, განვაგრძოთ ინვესტირება. გვსურს, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში, ასე რომ, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.