საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას ხელი მოაწერეს.
საქართველოში დღეს რეგისტრირებულ 15 კომერციულ ბანკს, სავარაუდოდ უკვე მომავალი წლიდან, ახალი კატეგორიის საბანკო დაწესებულებები შეუერთდებიან. ამის შესაძლებლობას, ცენტრალური ბანკის მიერ „მიკრობანკების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი იძლევა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3 პროცენტით მეტია.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაძლოა, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდეს.
მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა, სადაც დევნილებს სახლებთან ერთად მიწის ნაკვეთებიც გადაეცა.
12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში 1000 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამშენებლო რეგულაციები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად გაკონტროლდეს, რადგან ბათუმის მსგავსი პრეცედენტები არ განმეორდეს.
2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
მთავრობა 2021 წელს მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელს არსებული 7,7%-დან 9,5%-მდე ზრდის, გაისად კი ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებს.
"საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიზებო უწყებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიუბაშვილმა განაცხადა.