საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები ამოქმედდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის ოპოზიციურ მერს, გიორგი ხარჩილავას წარმატებას უსურვებს და მზადაა, მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
"დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ", - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში ბოსტნეულის და ბაღჩეულის (9.0 პროცენტი), პურის და პურპროდუქტების (5.5 პროცენტი), თევზეულის (4.2 პროცენტი), რძის, ყველის და კვერცხის (3.6 პროცენტი), შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის (1.2 პროცენტი) ფასებმა მოიმატა.
საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ 9 თვეში ზრდამ 11.3% შეადგინა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ ბაზაზე მოქმედმა „დელტა სიეიეის“ ქართულ-ებრაულმა საწარმომ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4 ავტომატური ტიპის იარაღის წარმოება დაიწყო.
ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. პროგნოზირებული ზრდის ვერ მიღწევის შემთხვევაში, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებით ნაწილშია ნათქვამი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
იტალიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია "შუმი" საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა.