როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის ( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) VII და 0 სართულზე (სარდაფი) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აუქციონის გარეშე ელექტრონულად გამოცხადდა. შემსყიდველი გარემოს ეროვნული სააგენტოა.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი მიმდინარე წლის 8 ივლისია. სარემონტო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 613 000 ლარია.
ტენდერზე წინადადებების მიღება 24 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს დასრულდება.