დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს ძალიან საამაყოა - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.
„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 8%-ით გაიზრდება და 1.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს,“ - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა.
მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია.
„ჩვენი წარმატების მთავარი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მალე დასრულდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 6.5 პროცენტს მიაღწევს, - ამის შესახებ სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ IV მუხლის კონსულტაციების დასკვნით ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2027 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.