janmedi
ავერსი ნემო

ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, სამინისტროს, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გეგმის შემუშავება დაევალა, ხოლო უშუალოდ ამ ღონისძიებების განხორციელება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ დაეკისრა.

აღნიშნული მიმართულების მხარდასაჭერად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება პროექტზე - „სახიფათო ნარჩენების მართვა საქართველოში“.

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება, მისი აღმასრულებელი უწყება კი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ იქნება.

სახიფათო ნარჩენების მართვის პროექტის დეტალები და შემდგომი ნაბიჯები მსოფლიო ბანკის ტექნიკურმა ჯგუფმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

25