janmedi
ავერსი ნემო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (9.1 პროცენტი); განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (7.0 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (5.8 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლება (4.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

82